ავღანეთში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსი ააფეთქა, რომელშიც სასამართლოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტერორისტის თავდასხმის ობიექტი ავტობუსი გახდა, რომელსაც ვარდაკის პროვინციაში სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლები გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები