თურქეთში აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ბომბი, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს.
CNN Turk-ის ცნობით, ბომბი სატრანსპორტო საშუალების გვერდით აფეთქდა, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა.