გარემოს დაცვის სამინისტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობას, კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას, სამეცნიერო კვლევების წარმოებას, ასევე სამინისტროში უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებას. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტები, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები