„მოამბის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი: არ არის გამორიცხული, ვიღაცები სამსახურს დაემშვიდობონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე ტელეკომპანიის თანამშრომელთა პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გვიმრაძის თქმით, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი სამსახურსაც დაემშვიდობოს.
„მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი და ამ რეორგანიზაციის პროცესში გადაიხედება ანაზღაურებაც, რანგირებაც და ა.შ. ვიღაცები შეიძლება დაემშვიდობონ სამსახურს“,- განაცხადა გვიმრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ.
„აზრი არ აქვს ჩვენს დაშინებას, დაშანტაჟებასა და მუქარას, ან იმის ძიებას, ვინ დგას ჩვენს უკან. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ჩვენს უკან ჩვენი მძიმე სოციალური პრობლემები და ოჯახები დგანან. ჩვენი მიზანი არ არის ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, ჩვენი მიზანია სოციალური თანასწორობისა და ადამიანების დაფასების აღდგენა. ნებისმიერი მცდელობა თქვენი მხრიდან ჩვენი დაშინების, დაშანტაჟების, ან სამსახურიდან დათხოვნის აღქმული იქნება, როგორც მედიის საქმიანობაში ჩარევა“,- განაცხადეს თანამშრომლებმა ტელევიზიის წინ გამართულ აქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები