თსუ-ში „მწვანე ყუთების” პრეზენტაცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „მწვანე ყუთის“ პრეზენტაციას დაესწრო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ახალგაზრდული ცენტრის ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეკლუბის სტუდენტების ინიციატივით ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ახალგაზრდული ცენტრის აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულენოვანმა სტუდენტებმა მიიღეს.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის შენობაში განთავსდება „მწვანე ყუთი“, რომელშიც მოგროვდება ქაღალდის ნარჩენები.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში არსებული ქაღალდის ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლებას.
ღონისძიება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში მოეწყო, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამა) და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები