ნარმანია: კრწანისი-შინდისის გზის გასაფართოებლად, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, ახალი ხეები დაირგვება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განმარტება გააკეთა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეები დაირგვება.
“რაც შეეხება 395 ხეს, მათი უდიდესი ნაწილი, პროექტი რომ არ შეცვლილიყო, მაინც მოიჭრებოდა. ამ ხეების ნაცვლად კი მშენებელი კომპანია შემოდის ინიციატივით, მიმდებარე ტერიტორიაზე დარგოს 400 ხე. გზა არ გაყოფს შუაში გამწვანებულ ტერიტორიას, არ დაარღვევს გარემოს მთლიანობას, მისი დანაწევრება კი ხელს შეუშლიდა გარემოს თვითაღდგენის პროცესსა და ლანდშაფტის ერთიან აღქმას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები