„პარტიზანმა მებაღეებმა“ სამართალდამცავების მოთხოვნით ტაბიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს

სამართალდამცავების მოთხოვნას დაემორჩილნენ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ საკრებულოს შენობასთან ახლოს, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გადადგილება უსაფრთხოების წესების დაცვის გამო მოხდა.
„ქვეითებს და სატრანსპორტო მოძრაობას რომ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას, აქციის მონაწილეებს მოვუწოდეთ, გაეთავისუფლებინათ ტროტუარი“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
ამჟამად „პარტიზანი მებაღეების“ აქცია ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ისინი თავდაპირველად საკრებულოს შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ”პარტიზანი მებაღეები” საკრებულოში თბილისის მერ დავით ნარმანიას მისვლას ელოდებიან. აქციის მონაწილეებს მასთან შეკითხვები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ საკითხზე აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები