სტიქიამ კახეთის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
სოფელ მანავის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვენახისა და ხეხილის 80 პროცენტი განადგურებულია.
მოსახლეობა სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.
ძლიერი სეტყვა იყოს საგარეჯოშიც. მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს დილიდან სპეცილური კომისია დაითვლის.
მოსახლეობის თქმით, განადგურებულია ვენახები და სახნავ-სათესი მიწები. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილ ადგილებზე სხვადასხვა ნათესები მინიმუმ 50%-ით არის დაზიანებული.
საგარეჯოში ძლიერი სეტყვა დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
განსაკუთრებით რთულია ვითარება ჩალაუბანში, სადაც 150 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა.
სოფლებში – დარჩიეთსა და ნანიანში კი მარწყვის მოსავალი და ბოსტნეული სტიქიამ სრულად გაანადგურა.ადგილობრივების თქმით, ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ.
ვენახების გადასარჩენად მოსახლეობა ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები