ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები გაშენდა.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა- კურთხევით დაიგეგმა.
ქართული ვაზის გაშენების პროცესს დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და მუზეუმის ადმინისტრაცია.
მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელი ვაზის წამყვანი ჯიშები დაირგო.
პროექტის ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრებისათვის ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციაა.
ამავდროულად, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ჯიღაურას კვლევით ბაზაზე არსებული საკოლექციო ვენახების 100-ზე მეტი დასახელების უნიკალური ვაზის ჯიშები, რომელიც ცენტრის მიერ იქნა აღდგენილი და გაშენებული, დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები