საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა საქმეს უახლოეს დღეებში განიხილავს.
დაკავებულების ოჯახის წევრებმა ოს ძალოვანებთან დაკავშირება მოახერხეს. მათ იმედი აქვთ, რომ სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება.
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სამი ადამიანია დაკავებული. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრები დავით თაზიაშვილი და აკაკი ბოლოთაშვილი, ასევე გორში მცხოვრები ხვიჩა ქერდიყოშვილი.
რუსმა სამხედროებმა სამივე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ე.წ.საზღვრის გასწვრივ სატვირთო მანქანით სამშენებლო ქვიშა მიჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები