სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 4 თვის მონაცემებს აქვეყნებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
როგორც „კვირას“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. რუსეთი – 5 925 933 ბოთლი;
2. უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
3. ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი;
4. ჩინეთი – 779 425 ბოთლი;
5. პოლონეთი – 682 522 ბოთლი.
საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
2. რუსეთი – 84% (5 925 933),
3. უკრაინა – 70% (1 488 737),
4. ჩინეთი – 58% (779 425),
5. პოლონეთი – 31% (682 522),
6. ლიტვა – 37% (183 636),
7. ყირგიზეთი – 171% (107 646),
8. გერმანია – 23% (104 950),
9. ბელორუსია – 31% (134 120),
10. დიდი ბრიტანეთი – 72% (50 128) და სხვა.
ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები