ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „ეს პირები ახალგორის და ზნაურის რაიონებში დააკავეს. ისინი თბილისის, ასევე მცხეთის და ქარელის რაიონების მკვიდრნი არიან“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ „სასაზღვრო სამსახურში“. ამჟამად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო სამსახური“ ე.წ. სასამართლოში საქმის გადაცემას გეგმავს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ადრე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, სოფელ წითელუბნის მკვიდრი ჯარიმის გადახდის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს.