150 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან დაბრუნდა (ვიდეო)

ავღანეთიდან სამშობლოში კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ერთი ასეული 150 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.
სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე და 23-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები