სააღგომო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება

საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სააღგომო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.
ტაძარში პატრიაქის სააღდგომო ეპოსტოლეს წაიკითხავენ. სამების ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოტანილი ზეციურ ცეცხლსაც მიაბრძანებ, საიდანაც იგი მთელ საქართველოში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გავრცელდება.
აღდგომის ღამეს მორწმუნეები წმინდა ზიარების მიღებას შეძლებენ, რომლის შემდეგაც, მათთვის დაწესებული 50-დღიანი მარხვა ხსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები