„ნოკია“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონის“ ქსელების მომსახურებაზე უარს აცხადებს
კომპანია „ნოკია“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონის“ კუთვნილი მობილური ქსელების „აკვაფონისა“ და „ოსტელეკომის“ მობილური ქსელების მომსახურებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გამოცემა CNews-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კაბისოვმა განუცხადა.მისი თქმით, ეს გადაწვეტილება პოლიტიკურია და ის რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესებით არის გამოწვეული. კაბისოვი ამბობს, რომ „ნოკიას“ გადაწყვეტილების შემდეგ „აკვაფონის“ და „ოსტელეკომის“ მოწყობილობები მწყობრიდან გამოსვლამდე იმუშავებს და მათი გამოცვლა შეუძლებელი იქნება.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მეგაფონმა“ ფინური „ნოკიას“ ნავლად შესაძლოა ჩინური ZTE და Huawei მოიწვიოს.