ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დავალიანების მქონე პირებს არ გაუშვებენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომელთაც საბანკო კრედიტებზე ან სხვა სახის დავალიანება მართებთ, ოკუპირებული რეგიონიდან არ გაუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ პირებს რუსეთის საზღვარზე გააჩერებენ და ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლის საშუალებას არ მისცემენ. დავალიანების დაფარვის შემდეგ მათ თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ.
ე.წ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ამ სიაში 12 პირია შესული, მაგრამ მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამ უწყების ინფორმაციით, ეს „დროებითი და იძულებითი ნაბიჯია“.