რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 9.3 მილიარდს გამოუყოფს

მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 9,3 მილიარდ რუბლს (143 მილიონ აშშ დოლარს) გამოუყოფს. ამის შესახებ სუხუმში მყოფმა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-12 სხდომა ჩატარდა. ხლოპონინის თქმით, თუ თანხები მიმდინარე წელს ბოლომდე ათვისებული არ იქნება, ის მომავალ საფინანსო წელში გადავა.
გარდა ამისა, რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო რეჟიმში ცვლილებების ოქმს. ხლოპონინის თქმით, დოკუმენტი ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები