თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც ”კვირას” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, გეგმური სამუშაოების გამო, დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონებს, ქერჩის ქუჩას, რუსთაველის გამზირს (ნაწილობრივ), კოლმეურნეობის მოედანს, სანაპიროს, ბარათაშვილის, ვეკუას, გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებს, ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკისა და ცხინვალის ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ), კოლხეთის, უზნაძისა და რომის ქუჩებს, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, სამგორის დასახლებას, თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძის, დამპალოს, ბერიაშვილისა და ზაზა ფანასკერტელის ქუჩებს.
 
დღესვე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება ლაღიძის, წულუკიძის, სამგორის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, ჰოსპიტალის, წერნაკის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩებს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების II და IIა მიკრორაიონების, ჩარგლის, ვანათის, მუხრანის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
13:00-დან 18:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობას, აღმაშენებლის ხეივანს, სამხედრო გზატკეცილს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას, ქოშიგორის დასახლებას, გელოვანის გამზირს, სიხარულიძის, პეტრიწის და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ”თელასი” შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები