ოკუპირებულ აფხაზეთში 200 ადამიანი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, 200 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები ე.წ. მიგრაციულმა სამსახურმა დააკავა. მათი ნაწილი საბუთების შემოწმების შემდეგ გაათავისუფელს, ნაწილს კი ჯარიმები გამოუწერეს. „ეს გეგმური შემოწმებაა, – განაცხადა ე.წ. მიგრაციული სამსახურის წარმომადგენელმა ასტამურ ტრაპშმა, – საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ ამ შემოწმებებს თვეში ორჯერ ჩავატარებთ. მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან აფხაზეთში სავიზო რეჟიმი ამოქმედდა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა არ აღიარეს“, – განაცხადა ასტამურ ტრაპშმა. ე.წ. მიგრაციული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს აღრიცხვაზე 8 ათასამდე მიგრანტია აყვანილი, ეს უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები, ასევე ჩინელები და კორეელები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები