პრეზიდენტი: თუ ვარშავაში არ იქნება პოზიტიური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული უკმაყოფილება

თუ ვარშავაში არ იქნება პოზიტიური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული უკმაყოფილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში, ნატო-საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუმცა ეს ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიულ არჩევანს ევროკავშირისა და ნატოს მიმარულებით.
“ჩვენ ვართ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ალიანსისათვის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი (ინტეროპერაბლური) სტატუსის მქონე ქვეყანა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ ბრძოლის ველზე და გავატარეთ ყველა საჭირო რეფორმა. ჩვენ წარმოვადგენთ განვითარებად და ძლიერ დემოკრატიას. ასე რომ, თუ ვარშავაში არ იქნება პოზიტიური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ შეცვლის თუ არა ეს ჩვენს ისტორიულ არჩევანს ევროკავშირისა და ნატოს მიმარულებით? მე გეტყვით, რომ არ შეცვლის. ეს არის არჩევანი, რომელიც რაიმე კონკრეტულ საქმეს კი არ ეფუძნება, არამედ ისტორიული არჩევანია. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მეტს ვიმსახურებთ და მეტს მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები