გიორგი მარგველაშვილი: ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილია იმ დაკვირვებით, რომელსაც ევროპელი კოლეგები ახორციელებენ ევროპაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით.
“ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რადგან გადავწყვიტეთ და ეს არის ჩემი ერის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროპის ნაწილი; ჩვენ რეალურად ვართ ევროპის ნაწილი კულტურულად, მაგრამ პოლიტიკურად ჩვენ ჩართულნი ვართ პროცესში სულ უფრო მეტი რესურსით. ამიტომ ვუსმენთ ჩვენ კრიტიკას და კმაყოფილები ვართ იმ დაკვირვებით, რომელსაც ჩვენი ევროპელი კოლეგები ახორციელებენ ევროპაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და მოვუსმინოთ მათ, მაგრამ ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ ის ძალიან აქტიური და წარმატებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ვართ ლიდერები რეფორმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. ასე რომ, როდესაც ხარ ლიდერი, შენ მეტად გაკრიტიკებენ და ეს ძალიან კარგია, რადგან ეს შენს წინსვლას უწყობს ხელს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გაითვალისწინოს ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და ასევე, ყოფილი მთავრობის წევრების სისხლისსამართლებრივ დევნას.
„ჩვენ ვგეგმავთ გავითვალისწინოთ ეს საკითხები და დავეთანხმები, რომ უნდა განვახორციელოთ უფრო აქტიური სასამართლო რეფორმა და მეტად გავაქტიურდეთ, რომ გვქონდეს უკეთესი სასამართლო; სწორედ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულებაში, რადგან სასამართლო სისტემაში, რეალურად, აქტიურად ვერ ჩაერევი მოსამართლეთა და სასამართლოების საქმიანობაში, მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ეს თავისთავად მოგვიტანს შედეგს, თუმცა არა ერთ ღამეში“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები