ნუკრი ქანთარია: შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება

“ქართული ოცნების წევრი”, დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო სისტემის ცვლილება და მაჟორიტარულის გაუქმება გამორიცხულია. თუმცა, ამასთან, ის არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
„შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ არა მთავარ საკითხზე – მაჟორიტარების გაუქმებაზე. თუ ჩვენს პროექტს, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ სიებს ითვალისწინებს, ვუყრით კენჭს და თუ ჩვენი კოლეგებიც მისცემენ მას ხმას, მაშინ ეს საკითხი გავა, ხოლო თუ არა და, ორივე ჩავარდება, ეს ყველაფერი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება. ვფიქრობთ, მომავალი 2020 წლისთვის ბარიერი დაიწევს. ამ არჩევნებისთვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხვალ უნდა დავიწყოთო, მაგრამ ფაქტობრივად ამის დრო არ არის და არც საზოგადოებაა ამისთვის მზად. არც პარტიული სპექტრია იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ სიებით დაკომპლექტება საპარლამენტო ცხოვრებისა. თუ ჩვენ ავიღებთ და ჩავატარებთ გამოკვლევას, მივხვდებით, რომ საზოგადოების ბევრმა წევრმა პარტიების სახელებიც არის იცის – იმ პარტიებისა, რომლებიც ამბობენ, რომ მაგრები ვართ და ჩვენი ელექტორატი გვყავსო“,-განაცხადა ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის ბიურომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი სასესიო კვირის დღის წესრიგში შეიტანა, საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები