ნუკრი ქანთარია: პროვოკაცია და შანტაჟი დაწყებულია, საზღვარი არ ექნება იმ საზიზღრობას, რომელიც გამოიკვეთება“

გარკვეული ძალები ფიქრობენ, რომ დემოკრატიული მწვერვალი იქნება ის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ალაბათ ავიწყდებათ, როგორი იყო არჩევნები 2012 წელს და რა მოიტანა ამ ძალამ წლების განმავლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, განათლების საპარლამენტო კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირაში“ გააკეთა. მისი განცხადებით, სრულიად მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა ძალის მიერ, პროვოკაციებსა და „დადმულ სპექტაკლებს“ ჰქონდეს ადგილი.
„გარკვეული ძალები ფიქრობენ, რომ დემოკრატიული მწვერვალი იქნება ის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში და როგორც არის ამერიკაში, ან სხვაგან, ისე მოხდება, ანუ ის, რომ ერთი პატია ჯერ მიდის, შემდეგ ისევ ბრუნდება ხელისუფლების სათავეში, ეს იქნება დემოკრატიის მწვერვალი, მაგრამ ალაბათ ავიწყდებათ, როგორი იყო არჩევნები 2012 წელს და რა მოიტანა ამ ძალამ წლების განმავლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას, ამიტომაც საჭიროა არჩევნებზე მოსვლა. ახლა დაწყებულია უკვე პროვოკაციები, შანტაჟი, საზღვარი არ ექნება იმ საზიზღრობებს და იმ უსინდისობებს, რომლებიც ამ მონაკვეთებში გამოიკვეთება. ჩვენ მოწმეები ვიქნებით უამრავი დადგმული სპექტაკლისა, რომლებიც დადგმული იქნება სხვადასხვა ძალის მიერ“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები