კოლეჯი „სპექტრი“ და „ელიტა-ბურჯი“ ერთობლივ საპილოტე პროგრამას იწყებენ

მიმდინარე წელს კოლეჯი „სპექტრი“ და „ელიტა-ბურჯი“ იწყებენ ერთობლივ საპილოტე დუალურ პროგრამას ელექტრიკოსის მიმართულებით. როგორც “სპექტრში“ აცხადებენ, მომავალი ელექტრიკოსები სრულ საწამოო და სასწავლო პრაკტიკას გაივლიან კომპანიის ბაზაზე და მათგან საუკეთესოები კომპანიაშივე დასაქმდებიან.
“სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში წარმატებით ხორციელდება გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელის დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით, რაც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობას გულისხმობს. კოლეჯები აქტიურად ურთიერთობენ კერძო კომპანიებთან, როგორც სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის, ისე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
კოლეჯი „სპექტრი“ სამი წელია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია „ელიტა-ბურჯთან“. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით, არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია როგორც საქართველოში ასევე, კავკასიაში. კოლეჯის სტუდენტები კომპანიაში სტაჟირებას და საწარმოო პრაკტიკას გადიან, რის შემდეგაც წარმატებით საქმდებიან როგორც „ელიტა-ბურჯში“, ისე სხვა კომპანიებში“, -აცხადებენ კოლეჯში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები