თეა წულუკიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე – ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ

ვფიქრობ, რომ ჩვენ ცუდი სიურპრიზები არ უნდა გველოდეს, რადგან ჩვენი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოსვლებში ჩანდა, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი.
„ყველა აღიარებს ერთხმად, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, გატარდა. დაისვა კითხვები იმ კანონებზე, რაც მივიღეთ, ანალიტიკურ სისტემაზე, მიგრაციის ნაკადების მართვაზე. ყველა კითხვაზე პასუხები არის პოზიტიური. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცუდი სიურპრიზები არ უნდა გველოდეს, რადგან ჩვენი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში დღეს მოსმენა გაიმართა. მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერას უცხადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები