ზვიად კვაჭანტირაძე: საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი

“საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, საქართველო თავისი ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და სურს ევროპასთან ერთად განვითარება.
სიტყვით გამოსვლის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, მათ შორის კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და სურს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ისტორიულად ეკუთვნის ადგილი.
ზვიად კვაჭანტირაძემ ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვიზალიბერალიზაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები