თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტს მიმართავს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს მოუწოდებს, სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტს კენჭი უყარს.
როგორც თეა წულუკიანმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სისტემის შესახებ კანონპროექტი აუცილებლად უნდა იქცეს კანონად.
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო პარლამენტს, რომ ჩემს მიერ, მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილი რეფორმის მესამე ტალღას უყაროს კენჭი, რადგან ეს კანონპროექტი უნდა იქცეს კანონად. საქმეები როგორ ნაწილდება, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მიენიჭოს ავტომატური განაწილების წესის სტატუსი. ეს ჩემთვის, მთავრობისთვის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარისა და თითოეული დეპუტატის მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომ მესამე ტალღის რეფორმა, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი კანონად იქცევა და პირველი იანვრიდან შევა ძალაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები