მარია გაბრიელი მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერლიზაციის დაწესებას

ვროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოხსენება მარია გაბრიელმა კომიტეტის დარბაზში მყოფ საქართველოს დელეგაციას მიულოცა და ევროკომისიას მადლობა გადაუხადა. მარია გაბრიელმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერლიზაციის დაწესებას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ვროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტის წევრებს მოხსენებით ევროპარლამენტის დეპუტატი მარია გაბრიელი მიმართავს. სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები