ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს

ვროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ თემაზე მომხსენებელია “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი. სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა.
სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის 26 ქვეყანაში და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად. სავიზო რეჟომის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში, ჯამში 90 დღით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები