ამირან ლაგვილავა: არასოდეს ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა აცხადებს, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასოდეს ყოფილა. აღნიშნული განცხადება ამირან ლაგვილავამ “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, კახა მიქაიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. “მე არასოდეს ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. არც დამიწერია არასოდეს განცხცადება პარტიაში შესვლაზე და, მით უმეტეს, პარტიიდან გასვლაზე როგორ დავწერდი?”, – აღნიშნა ამირან ლაგვილავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები