გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთსა და უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პეტრე ტობას შეხვდება. შს მინისტრი ასევე ეწვევა რუმინეთის სასაზღვრო პოლიციას, „A.I. CUZA“-ს პოლიციის აკადემიას, რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს და პარლამენტს.
უნგრეთში გიორგი მღებრიშვილი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდება. საქართველოს დელეგაცია, შს მინისტრის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA), ევროპის პოლიციის კოლეჯში (CEPOL), საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტში, კატასტროფათა მართვის ეროვნულ გენერალურ დირექტორატსა და ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში 28 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები