პრეზიდენტი: რუსეთი უნდა დაეთანხმოს, რომ მათ მეტ ღირსებას მოუტანს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ვიდრე ომი

რუსეთი უნდა დაეთანხმოს, რომ მათ მეტ ღირსებას მოუტანს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ვიდრე ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანგულ რადიო RFI-სთან ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა.
“რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში.
ინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ როლზეც ისაუბრა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.
პრეზიდენტის ინტერვიუს ქართულენოვან თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
en.rfi.fr

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები