მიხეილ ჯანელიძე: ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

პრემიერის ვიზიტი აშშ-ში მნიშვნელოვანი ვიზიტია, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძემ პრემიერის აშშ-ში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დეგელაცია შეხვედრებს თეთრ სახლში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართავს.
„პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს ვიზიტს აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, ჩიკაგოში, ბოსტონში და ნიუ-იორკში, სადაც პრემიერი თავად წარადგენს იმ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოშია. დღეს, ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო როუდ-შოუში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ქართული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, პრემიერის ვიზიტი ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობების მნიშვნელობას და ახალი შესაძლებლობების განხილვა მოხდება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები