სოფელ წითელუბნიდან 17 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანის მიმდებარედ ადგილობრივი მკვიდრი 17 წლის ლაშა თვაური დააკავეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, თვაური თანასოფლელებთან ერთად სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა. მათივე თქმით, ახალგაზრდას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. დაკავებულის ადგისამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.