“ჩემი შვილების ტოლები არიან, დაცვა რად მინდა”- სტუდენტებთან მისული პრემიერის პასუხი ჟურნალისტს – ვიდეო

“ჩემი შვილების ტოლები არიან, დაცვა რად მინდა”- ასე უპასუხა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შესახვედრად, დაცვის გარეშე მისულმა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი “აუდიტორია 115”-ის წევრებს ხვდება. პრემიერისა და სტუდენტების შეხვედრა დახურულია.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა საპოროტესტო აქციები გუშინ განაახლეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის კარი აჭედეს. “აუდიტორია 115”-ის წევრებმა მთელი ღამე უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში გაატარეს. ადგილზე 50 სტუდენტი იმყოფებოდა. ტუდენტების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ე.წ. ოდეერების საკითხის შესწავლასა და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ. პრემიერთან შეხვედრაც მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები