„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიაში 21 ქრისტიანი მოკლეს

სირიის პატრიარქის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის ქალაქ ელ-კარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. როგორც სირო-იაკოვიტური მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა იგნატე ეფრემმა განაცხადა, მოკლულთა შორის სამი ქალია. კიდევ ხუთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, სავარაუდოდ, ისინიც დაიღუპნენ.
ქალაქი ელ-კარიატეინი „ბოევიკებმა“ გასული წლის აგვისტოში აიღეს. მაშინ ქალაქში 300 ქრისტიანი რჩებოდა. რამდენიმე ქრისტიანი ქალაქიდან გასვლის მცდელობისას მოკლეს, ხოლო დანარჩენები – „ისლამური კანონების დარღვევისთვის“.
შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი ელ-კარიატეინი გასულ კვირას აიღეს. ქალაქი მთლიანად დანგრეულია. დანგრეულ ნაგებობებს შორის არის 1 500 წლის წინ აშენებული კათოლიკური მონასტერი მარ-ელიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები