დღეს დიდმარხვის მეოთხე კვირა აღინიშნება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ღირსი იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოვებული ცხოვრობდა. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა.
დიდმარხვა 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები