გიგლა აგულაშვილი 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის აპრილში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს

დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის აპრილში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს. 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები