ინგლისში ორ მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ინგლისის ქალაქ ლიდსის სასამართლომ ორ მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 15 წლის გოგოები 39 წლის ქალის წამებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინგლისის ქალაქ ჰართლუპში პოლიციამ ანჯელა რაიტსონის ცხედარი მის სახლში 2014 წელს აღმოაჩინა. რაიტსონის სხეულზე ასამდე ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან 80-მდე – სახეზე. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში მოზარდები ნასვამები იყვნენ. მათ ქალს 14 სხვადასხვა ნივთით ჭრილობები მიაყენეს, მათ შორის ბარით. ანჯელა რაიტსონის წამება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ დროს მკვლელები მის ფონზე სელფს იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები