„პანამის დოკუმენტების“ გამო რამდენიმე ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ჟენევის გენერალურმა პროკურორმა ოლივიე ჟორნომ „პანამის დოკემენტების“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ გაზეთი Tribune de Geneve იუწყება. ამავე დოკუმენტების პუბლიკაციის გამო შვეიცარიის პოლიციამ უეფას შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.
„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების შემდეგ ავსტრიაში ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელი მიხაელ გრაჰამერი გადადგა. მისი სახელი ამ დოკუმენტებში ფიგურირებდა. ისლანდიაში ოფშორული სკანდალის გამო პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ხოლო ჰოლანდიაში პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სკანდალის მიზეზი ჟუსრნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ჩატარებული გამოძიება გახდა, რომელშიც ოფშორული ანგარიშების პანამის რეგისტრატორის, Mossack Fonseca-ის საბუთები იყო გამოყენებული.
ეს საბუთები ანონიმურმა წყარომ გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს გადასცა. დოკუმენტებში არის ინფორმაცია მსოფლიოს 12 მოქმედი და ყოფილი ლიდერის საბანკო ანგარიშების შესახებ. სიაში არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ასევე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები