აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ერევნის ინფორმაციას ტყვეების შესახებ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2-4 აპრილის საბრძოლო მოქმედებების დროს 25 სომეხი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა. სააგენტო „ტურანის“ ცნობით, ჟურნალისტები აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სამხედრო ტყვეები არ ჰყავს.
შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა განაცხადა, რომ 25 სომეხი სამხედრო მოსამსახურე აზერბაიჯანულ მხარს ტყვედ ჰყავს აყვანილი და მათი გათავისუფლებისთვის შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები