სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაარღვია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენჯერმე დარღვია. ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტალიშის მიდამოებში 60- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები გამოიყენეს. დაიღუპა ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ამავე სააგენტოს ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით რიგითი მგდესიანი დაიღუპა. მისი დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები