ინდონეზიაში მომღერალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სცენაზე კობრამ უკბინა

29 წლის ინდონეზიელი მომღერალი ირმა ბიული, რომელსაც სცენაზე სამეფო კობრამ უკბინა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ Asia One იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ირმა ბიული თავის შოუში გველებთან ცეკვის ელემენტებს იყენებდა. კონცერტის დასაწყისში, როდესაც ის მეორე სიმღერას ასრულებდა, მომღერალმა შემთხვევით კობრას კუდზე დააბიჯა, რომელმაც მას თეძოზე უკბინა. ირმა ბიულს შხამის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება და სამედიცინო დახმარება შესთავაზეს, მაგრამ მან გამოსვლა გააგრძელა. გველის კბენის შემდეგ ის სცენაზე კიდევ 45 წუთი იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ კრუნჩხვები და პირის ღებინება დაეწყო. ამის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სამეფო კობრა, რომელმაც მომღერალს უკბინა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის შხამიან გველად ითვლება. მის ნაკბენს სპილოს მოკვლა შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები