ირანი 2017 წლისთვის დღეში 4 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვებას გეგმავს

2017 წლის მარტამდე ირანი ნავთობის მოპოვებას ეტაპობრივად გაზრდის და ამ დროისთვის ის დღეში 4 მილიონ ბარელს მიუახლოვდება. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განაცხადა. 16 თებერვალს დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ყატარმა და ვენესუელამ ნავთობზე ფასების შესანარჩუნებლად 2016 წლის იანვრის დონეზე ნავთობის მოპოვების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას ნავთობის სხვა ექსპორტიორებიც შეუერთდებიან. ირანის ხელისუფლება ამ ინიციატივას მას შემდეგ განიხილავს, რაც ნავთობის მოპოვება ქვეყანაში დღეში 4 მილიონ ბარელს მიუახლოვდება. ამის შესახებ ირანის ტელევიზია იუწყება. ზანგანეს ინფორმაციით, ირანის მიერ ნავთობის მოპოვება საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები