პანამამ საფრანგეთი „შავ სიაში“ შეიყვანა

საფრანგეთმა პანამა „შავ სიაში“ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იმ ტერიტორიების „შავ სიაში“ მოხვდა, რომლებიც პარიზის ფისკალურ სფეროში თანამშრომლობას არ ექვემდებარებიან. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ე.წ პანამის ჩანაწერები გავრცელდა. აღნიშნული ცვლილება საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინიციატივით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ „შავი სია“ საფრანგეთმა 2010 წელს შეადგინა. თავდაპირველად სია 18 ტერიტორიული ერთეულისგან შედგებოდა, თუმცა მოგვიანებით, ის 8-მდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები