წყნეთი-ბეთანიის გზის სავალი ნაწილის ქვედა მონაკვეთი ჩამოიშალა

წყნეთი-ბეთანიის გზის სავალი ნაწილის ქვედა მონაკვეთი ჩამოიშალა. როგორც “კვირას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა და არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ვაკის გამგეობის თანამშრომლები, ყველა შესაბამისი სამსახური და გეოლოგებს ელოდებიან.
“ჩამოინგრა მიწის გარკვეული ნაწილი. დილიდან ადგილზე ვართ, ადგილზე ვნახეთ ყველაფერი. ამჟამად მიმდინარეობს სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად გატანილი იქნება აღნიშნული საკითხი და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული”,- განაცხადა წყნეთის საუბნო განყოფილების უფროსმა ზურაბ შაყურაშვილმა.
ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები