თელავის საკრებულოში ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”ნაცმოძრაობამ” ერთობლივი ფრაქცია შექმნეს

თელავის საკრებულოში ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”ნაცმოძრაობამ” ერთობლივი ფრაქცია შექმნეს. ”ძლიერი თელავი” – ასე ჰქვია მათ ოპოზიციურ ფრაქციას, რომელიც თელავის საკრებულოს რეგისტრაციაში უკვე გაატარეს.
ფრაქციას დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქცია რეგისტრაციაში მას შემდეგ გაატარეს, რაც ნიკოლოზ ვარდოშვილმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო. წელიწადნახევრის წინ ქალაქის საკრებულომ ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ უარი ეთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამბობს, რომ „ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები