საბერძნეთის ΙΙΙ მუსიკალურ კონკურსში 17 წლის დათო ხელაშვილმა გაიმარჯვა

საბერძნეთის ΙΙΙ მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულად 17 წლის დათო ხელაშვილი დასახელდა. დათო ხელაშვილი – ახალი ტალანტი საბერძნეთის ქართული ემიგრაციის მეორე თაობის გამარჯვებულია.
როგორც „კვირას“ ათენის კულტურულ ცენტრ „კავკასიიდან“ აცნობეს, 3 აპრილს ათენის პალეო ფალიროს მუნიციპალიტეტის ცერემონიათა დარბაზში საბერძნეთის ΙΙΙ მუსიკალური კონკურსში გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
თავად კონკურსს და დაჯილდოების ცერემონია ორგანიზებას საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების UNESCO-ს ასოციაცია უწევდა.
„უძლიერესი და დაძაბული კონკურსის ყველა ტური წარმატებით გაიარა და ავტორიტეტული ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, ΙΙ საპატიო ადგილზე გავიდა 17 წლის ნიჭიერი ქართველი პიანისტი დავით ხელაშვილი“, – აცხადებენ ათენის კულტურულ ცენტრ „კავკასიაში“.
ცნობისათვის, დათო ხელაშვილი ათენის ინტერკულტურული სკოლის მოსწავლეა, მუსიკალურ განათლებასა და არტისტულ ოსტატობას კი ეუფლება ცნობილი ქართველი პედაგოგის, ათენის მარია კალასის სახ. კონსერვატორიის პროფესორის, სოფია გელაშვილი-ტროიზუს ხელმძღვანელობით. „გვიხარია, რომ დათო ხელაშვილი ამ კონკურსზე ათენის “კავკასიის” რეკომენდაციით მოხვდა“, – განუცხადეს „კვირას“ ათენის კულტურულ ცენტრში „კავკასია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები