ხაჯიმბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ომბუდსმენის თანამდებობა გააუქმა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. ომბუდსმენის თანამდებობა გააუქმა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ხაჯიმბას ბრძანებულების მიხედვით, გიორგი ოტირბა ადამიანის უფლებათა საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობიდან 4 მაისს გათავისუფლდება.
გარდა ამისა, ხაჯიმბამ ადამიანის უფლებათა წარმომადგენლის თანაშემწის თანამდებობიდან დიმიტრი მარშანიც გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები