გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, „მაესტროს“ თანამშრომლები მუშაობას უახლოეს ხანში განაახლებენ

ტელეკომპანია „მაესტროს“ 55-პროცენტიანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩლაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლები მუშაობას უახლოეს ხანში განაახლებენ.
როგორც გაჩეჩილაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეთანხდნენ, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
მისივე ინფორმაციით, ხვალ გაიმართება პარტნიორთა კრება, სადაც ტელეკომპანიის ახალი დირექტორი დაინიშნებიან.
„ვადასტურებ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია ზურაბ ნაყეური“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები